ქარ
Eng
შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

მიმდინარე პროექტები

ავარიული კორპუსის გამაგრება-გაძლიერება

ვარკეთილის 3 , III  მ/რ  N 329 ავარიული კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს.

მოიჯავშნა და შეილესა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო (13სართული). გამაგრდა ხიმინჯებით და გობისებური ფილით, როგორც  სარდაფი ასევე შენობის გარე პერიმეტრი. მესამე სართულამდე დამონტაჟდა პილონები, რომელიც შეიკრა კოჭებით.

სამუშაოები  2015წლის 6 დეკემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 29 მაისისათვის დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს,საინჟინრო კომპანია „მმბ“ ახორციელებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 542.000 ლარი დაიხარჯება.  

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მიმდინარე წელს 45 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ამაგრებს.

21 აპრილი 2016