ქარ
Eng
შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

მიმდინარე პროექტები

ვერეს ხეობაში ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვერეს ხეობაში (ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილი), მდინარე ვერეს გვირაბების სათავისების (მდინარის შესასვლელი და გამოსასვლელი) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებს აგრძელებს. პროექტი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფარგლებში ხორციელდება და პრევენციულ ხასიათს ატარებს. სტიქიის განმეორების შემთხვევაში რკინაბეტონის კონსტრუქცია გვირაბს დაზიანებისაგან დაიცავს.

მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მესამე გვირაბის შესასვლელის (პორტალის) გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. დასრულდა ხიმინჯებისა და ფუნდამენტის მოწყობა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვირაბის თაღის მშენებლობა.

ვერეს ხეობაში სულ შვიდი ფოლადის გვირაბი არსებობდა. 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გვირაბები სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია პირველ, მეოთხე და მეშვიდე გვირაბზე

მეორე გვირაბის ნაცვლად (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე) აშენდა ხიდი მხიურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მესამე, მეხუთე და მეექვსე გვირაბზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

22 აპრილი 2016