ქარ
Eng
შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

მიმდინარე პროექტები

კოჯორი-სამადლოს გზაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ გზაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

კოჯორი-სამადლოს გზის (6,4კმ) მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:  მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ,  მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე  მწყობრიდან გამოვიდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები, შესაბამისად გზის  საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო  და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი საინჟინრო ნაგებობებია, რასთან დაკავშირებითაც სამუშოები უკვე დასრულებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდა და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება.  აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება. 

26 აპრილი 2016