ქარ
Eng
შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

პატარა ლილოში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურთან ერთად დაათვალიერა. 

ამ ეტაპზე, სამ კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში,  მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, ინერტული მასალის შეტანა და გასწორება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის ახალი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყობა  ახალი სანიაღვრე არხი.

ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს დასახლების გაფართოებას.  პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

27 მარტი 2016