ქარ
Eng
შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი ხორციელდება, პარალელურად ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. ამ დროისათვის უკვე დაიგო 500 ტონა ასფალტის ახალი საფარი.

ასევე ეწყობა ახალი ბორდიურები. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში - თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

03 აპრილი 2016